დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონა ვირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. გასულ 24 საათში „კოვიდ-19″-ით 21 331 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 241 ადამიანი.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონა ვირუსის 762 542 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 43 967 ადამიანი.

ბოლო კვირების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 12 ოქტომბერს ადგილობრივ ილოკდაუნის სამდონიანი ახალი სისტემის შესახებ განაცხადა.
უელსის ხელისუფლებამ 23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე ლოკდაუნი გამოაცხადა: დაიკეტება არასასურსათო მაღაზიები, სპორტული ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები.

მოქალაქეებმა შესაძლებლობის მიხედვით სახლებიდან უნდა იმუშაონ. სხვადასხვა ოჯახის წევრები, ცალკეული გამონაკლისის გარდა, ერთმანეთს ვერც დახურულ და ვერც ღია სივრცეებში შეხვდებიან.