რა არის მასიური თმის ცვენის მიზეზი COVID-19 პანდემიის დროს?

რა არის მასიური თმის ცვენის მიზეზი COVID-19 პანდემიის დროს?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი მთელს მსოფლიოში, რომელთაც თმის აქტიური ცვენა დაეწყოთ. როგორც მედიკოსები აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით, მათ 10-ჯერ მეტი პაციენტი მიმართავს აღნიშნული პრობლემით. მიმართვიანობა კი პანდემიის პირველი ტალღის დასაწყისს ემთხვევა.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმ კონტიგენტზე, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. აქ ე.წ. ჯანმრთელ კატეგორიაზეა საუბარი. როგორც წესი, თმების ცვენას, სხვა მიზეზებთან ერთად იწვევს ძლიერი სტრესი. მაგრამ, გამელოტებისკენ მიდრეკილმა ამხელა რაოდენობამ მედიკოსები საგონებელში ჩააგდო. პანდემიური სტრესი უკავშირდება ფინანსურ პრობლემებს, სამსახურის დაკარგვას, ავადმყოფის შეყრით გამოწვეული შიშს და ა.შ. ექიმების განცხადებით, მათ არასოდეს არ ჰქონიათ საქმე პაციენტების ასეთ დინებასთან. საშუალო სტატისტიკა მთელს მსოფლიოში გახლავთ, დაახლოებით 20 ადამიანი კვირაში.

თმის აქტიურ ცვენას თავად ექიმებიც უჩივიან. აქვე დავძენთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ თმის ცვენის ორი ტიპი გამოიწვია: პირველი ტიპი – ტელოგენური ალოპეცია, რომელიც გადატანილი სტრესის შემდეგ რამდენიმე თვეში იჩენს თავს და რომელიც დღე-ღამეში 100 ცალ თმის ღერის დაკარგავს იწვევს. ამ დროს ორგანიზმში ითიშება თმის ზრდის სისტემა. მეორე ტიპი გახლავთ – კეროვანი ალოპეცია, რომლის დროსაც იმუნური სისტემა „თავს ესხმის“ თმის საფარს. როგორც წესი, ეს იწყება თავიდან და სახიდან და შეიძლება წარბები და წამწამებიც მოიცვას. სპეციალისტებისთვის დღემდე უცნობია ამ სახის პრობლემების წარმოშობის მიზეზები, თუმცა ვარაუდობენ, რომ იმუნური სისტემის ასეთი მდგომარეობა დროებითია, ხოლო თმების ცვენის პროცესი პანდემიის გაქრობიდან რამდენიმე თვეში დასრულდება.