რომელი სახლის მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს მავნე აირებისგან

რომელი სახლის მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს მავნე აირებისგან

თითქმის ყველა ნივთი ადამიანის გარშემო იწარმოება იმ კომპონენტების გამოყენებით, რომელთაც შეუძლიათ ჰაერში მავნე აირები გამოყონ. ასე რომ, საერთოდ რომ არ ფიქრობს ადამიანი, ისე შეუძლია კარცეროგენი ისუნთქოს ყოველ დღიურად. აღმოჩნდა, რომ თუ ბინა შევავსეთ გარკვეული მცენარეებით, შეიძლება მნიშვნელოვნად შევამციროთ მათი ზემოქმედება ორგანიზმზე.

ფორმალდეგიდი – ეს არის საშიში ნივთიერება, რომელიც ითვლება კარცეროგენად და რომელიც ნელ-ნელა წამლავს ადამიანის ორგანიზმს. მას იყენებენ ქაღალდის და თითქმის ყველა სახის ავეჯის წარმოებისას. განსაკუთრებით საშიშია ე.წ. დსპ-გან დამზადებული ავეჯი, სადაც ნაწიბურები არ არის დამუშავებული. მცენარე, რომელიც ჰაერს ასუფთავებს ფორმალდეგიდისგან არის ალოე ვერა, კალანხოე, აზალია, დრაცენა, სურო.

ამიაკი ყოფითი ქიმიის შემადგენელი ნაწილია. ის ძირითადად გვხვდება სარეცხის ფხვნილებში, მინის და ავეჯის საწმენდ სითხეებში. მცენარე, რომელიც ჰაერს წმენდს ამიაკისგან არის ანტურიუმი, ლირიოპე, ტიტა, დენდრობიუმი, ქრიზანტემა.

ბენზოლი კიდევ ერთი ტოქსიური ინგრედიენტი გახლავთ, რომელსაც ამატებენ წებოში. ამ წებოს შემდეგ მოიხმარენ ავეჯის დამზადებისას, ხელოვნურ ტყავზე, საღებავებში, პლასტიკებში და პარფიუმერულ პროდუქციაშიც კი. ბენზოლი აღიარებულია კარცეროგენად, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ავთვისებიანი წარმონაქმნები. მცენარე, რომელიც ასუფთავებს ჰაერს ბენზოლისგან არის – გერბერი, დრაცენა, სპატიფილუმი.

ტრიხლორეტილენი არის გამზავებელი, რომელსაც ბეჭდვისას იყენებენ. ის შედის ლაქების, წებოს, პლასტიკის, საღებავების, სამშენებლო მასალების და ლინელიუმის შემადგენლობაში. ამ ნივთიერების შესუნთქვა პროვოცირებას უკეთებს თავის ტკივილს, კანის პრობლემებს, ფილტვების, ღვიძლის და გულის დაავადებებს. მცენარეები, რომლებიც მისი ზემოქმედებისგან ასუფთავებენ ჰაერს – დრაცენა, გერბერი, სურო, ფიკუსი, ხრიზალიდოკარპუსი.