„ამაყი ვარ, როცა უამრავი ქვეყნის სცენაზე ცხადდება საქართველოს სახელი“

„ამაყი ვარ, როცა უამრავი ქვეყნის სცენაზე ცხადდება საქართველოს სახელი“

„Miss & Mister Planet,, “, „Festival Model & Talent World – Georgia“ Little Miss & Mister planet- Georgia”, „Miss Teenager World- Georgia”, ,,Future Fashion Faces World Kids – Georgia “,  ,, Little Model Earth – Georgia,, It Girls – International – Georgia,,  „Little miss and Little mister united world- Georgia”, „Future Fashion Faces World- Georgia”, „Best model of the World – Georgia ”, „Miss Model of the World- Georgia”, „Little Miss & Mister Galaxy – Georgia ”,,  „Prince & Princess International – Georgia ”, „Best Princess & Prince of The World, „World Rising Stars”, „Best Child Model of Georgia”, ,,Mrs Planet – Georgia,,   _ ეს არის იმ კონკურსების მცირე ჩამონათვალი, რომლის დამფუძნებელი  ეკა მგალობლიშვილია.

უკვე მეექვსე წელია, რაც სამოდელი საქართველოში სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელძღვანელობით მსოფლიო სილამაზის კონკურსის ფინალი „მის და მისტერ პლანეტა“ ტარდება. საქართველო ყოველ წელს (ამ წლის გამოკლებით) 30-35 ქვეყნის „მის“ და „მისტერს“ მასპინძლობს საერთაშორისო ჟიურის თანხლებით.

მგალობლიშვილი ამაყობს, რომ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს და ყველას აცნობს ქართულ კულტურას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო კონკურსებზე წასული ქართველი კონკურსანტები სამშობლოში გამარჯვებულები ბრუნდებიან.

FahionTime სამოდელო სააგნეტო „კატრინის“ დამფუძნებელს ეკა მგალობლიშვილს ესაუბრა.

_ ქალბატონო ეკა, ძალიან ბევრ კონკურსზე წაგიყვანიათ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები და ყოველთვის გამარჯვებულები დაბუნებულხართ. რა არის ამ წარმატების საიდუმლო, _ ის, რომ ქართველები ძალიან ლამაზები ვართ თუ?

_ რა თქმა უნდა ქართველები ძალიან ლამაზები ვართ, თუმცა საიდუმლოსაც გაგიმხელთ: მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონკურსებზე ყველა ქვეყნიდან კარგი მონაწილე ჩადის, შეიძლება ითქვას, საუკეთესო რჩეული და იქ ყველაფერი ცოტ-ცოტა არის საჭირო. ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ არის შენი ქვეყნის წარმომადგენელი, კონკურსების ერვნული დირექტორი, რა გავლენა აქვს მას მსოფლიო მასშტაბით, ასევე მნიშვნელობა ენიჭება, რომელი დიზაინერის სამოსი გაგაქვს. ჩვენ მაქსიმალურად მოწესრიგებულები გავდივართ ამა თუ იმ საერთაშორისო კონკურსზე და ბევრი სხვა ნიუანსია, რომლის ჩამოთვალც ძალიან შორს წაგვიყვანს.

მე ძალიან სამართლიანი ადამიანი ვარ, არავის დავჩაგრავ და ჩვენც ვერავინ დაგვჩაგრავს. ოფიციალურად ყოველთვის ვითხოვ იმას, რაც გვეკუთვნის. ასმაგად ამაყი ვარ, როცა უამრავი ქვეყნის სცენაზე ძალიან დიდ ეკრანზე ამოდის საქართველოს დროშა, მსოფლიოს წინაშე ცხადდება საქართველოს სახელი, გამარჯვებული ვბრუნდებით საქართველოში და ეს არისს საოცარი განცდა.

_ რამდენიად რთული იყო საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება?

_ არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია, არ იყო არანაირი სირთულე. ეს იყო შემთხვევა, როცა გაშლილი ხელებით გელოდებიან. ყველა უცხოურ არხზე ჯორჯია ისმის, ეს ხომ არის დიდი მიღწევა. შენი ქვეყნის ძალიან დიდი პოპულარიზაცია. მე ამაყი ვარ.

_ როდესაც ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის საქართველოში, იმართება კონკურსი, რა როლი აქვს სახელმწიფოს, რამდენად ინტერესდება კონკრეტული სტრუქტურა მსგავსი ღინოსძიებებით და რამდენად დიდია მათი ჩართულობა ასეთ დროს?

_ ნაკლებად, 2015 წელს ფილარმონიის დარბაზი ვითხოვე, რომ უფასოდ გამოეყოთ და არ მომცეს. მსოფლიო კონკურსი ტარდებოდა, წარმოიდგინეთ, 38 ქვეყნის ,,მისი“ ჩამოგვყვავს, მათ ჩმათ თან ახლავთ  თავიანთი ტელევიზიები, საერთაშორისო ჟიური, არაფერი მომითხოვია გარდა დარბაზისა. სახელმწიფო თუ უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას ამ სფეროს და თუ მიიღებენ ისეთ კანონს, რომ ყველას ყველაფრის გაკეთების უფლება არ უნდა ჰქონდეს, ეს იქნება საუკეთესო და წინგადადგმული ნაბიჯი. ჩემი დევიზია: ,,პური მეპურემ უნდა აცხოს“. თუ თქვენც შეგიძლიათ, რომ ანალოგიური კონკურსი ჩაატაროთ ამ ქვეყანაში, ოღონდ შეცვლილი სახელით, მაშინ რატომ ვყიდულობ მე ამდენ ლიცენზიას? უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომ ნებისმიერ ადამიანს არ შეეძლოს სილამაზის და სამოდელო კუნკურსის ჩატარება. ამ მხრივ განუკითხაობაა.

ვივიენ ხაჩიძე, Fashiontime