მერილ სტრიპი და ნიკოლ კიდმანი ნეტფლიქსის ახალ ფილმში ითამაშებენ (video)

მერილ სტრიპი და ნიკოლ კიდმანი ნეტფლიქსის ახალ ფილმში ითამაშებენ (video)

Netlifx-მა ახალი მუსიკალური კომედიის The Prom-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში, რომელიც რაიან მერფიმ გადაიღო, მერილ სტრიპი, ნიკოლ კიდმანი და კერი ვაშინგტონი მონაწილეობენ.

The Prom – ლესბოსელი სტუდენტის ამბავზეა, რომელიც ინდიანას შტატის ერთ-ერთ კონსერვატიულ ქალაქში ცხოვრობს. მას თავის მეგობარ გოგოსთან ერთად სურს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე წასვლა, რაც მას ეკრძალება. ამ უსამართლობის წინააღმდეგ კი ბროდვეის ვარსკვლავები ერთიანდებიან.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეიმს კორდენი, ენდრიუ რენელსი, არიანა დებოსი და სხვები.

კომედიის პრემიერა Netlix-ზე 11 დეკემბერს არის დაგეგმილი.