ქალი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად პარაშუტით გადმოხტა

ქალი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად პარაშუტით გადმოხტა

ბრიტანეთში, ლანკშირში, ქალი 90-ე დაბადების დღის აღსანიშნად თვითმფრინავიდან პარაშუტით, skydiving-ით გადმოხტა, ამის შესახებ ინფორმაციას metro.co.uk ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პატრიცია ბეიკერი დედამიწიდან 3 მილის სიმაღლიდან გადმოხტა. 

,,მაგარი იყო, ცოტათი საშიში, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. მე ყოველთვის მინდოდა პარაშუტით გადმოხტომა, თუმცა წლების განმავლობაში არასდროს გადმოვხმტარვარ”, – თქვა მან დაშვების შემდეგ.

პატრიციამ პარაშუტით გადმოხტომით 1500 ფუნტი შეაგროვა ქველმოქმედებისთვის.