49 წლის ასაკში ყოფილი ,,მის ამერიკა” გარდაიცვალა

49 წლის ასაკში ყოფილი ,,მის ამერიკა” გარდაიცვალა

49 წლის ასაკში, სილამაზის კონკურსის, ,,მის ამერიკა 93″-ის გამარჯვებული, ტელეწამყვანი და მსახიობი ლინზა კორნეტი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, სიკვდილის მიზეზი დაცემისგან მიღებული თავის ტრავმა გახდა. კორნეტი საავადმყოფოში ორი კვირის წინ გადაიყვანეს.

კორნეტმა 1992 წელს მის ფლორიდას ტიტული მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი მის ამერიკის გამარჯვებული გახდა. კორნეტი პირველი ამერიკელი სილამაზის კონკურსის მონაწილე იყო, რომელმაც ცერემონიის დროს აივ ინფექციაზე ილაპარაკა. მოგვიანებით წამყვანად მუშაობდა გასართობ არხზე E!, ასევე მიჰყავდა გადაცემა Who Wants To Be A Millionaire?. სერიალებსა და ფილმებში ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს.