თათა ოქროპირიძე: „რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება“

თათა ოქროპირიძე: „რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება“

სამოდელო სააგენტო კატრინი და ინგლისში მცხოვრები ქართველი გოგონას თათა ოქროპირიძის ერთობლივი პროექტი ცხოვრება მშვენიერია გრძელდება.

პროექტის შემდეგი გზავნილი ასეთია: „რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება,“, რომლის სამოსის დიზაინითათა ოქროპირიძეს ეკუთვნის.

_ თათა, „რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდებაროგორ გესმით ეს სიტყვები და ვის უგზავნით ამ მესიჯს?

_ „რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება“ – მინდა, რომ ეს მესიჯი გავუგზავნო მთელ მსოფლიოს და ყველას ვუთხრა, რა დაბრკოლებაც არ უნდა

შეგხვდეთ ცხოვრებაში სიცოცხლე აუცილებლად უნდა გააგრძელოთ. განსაკუთრებით მივმართავ ახალგაზრდობას, არ დანებდნენ, რადგან ცხოვრება გრძელდება!

_ როგორც ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერი, თვითონ რა ფერებში ხედავთ სამყაროს?

_ სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ვხედავ.

_ რატომ?

_ ამის მიზეზია სწორედ ის უამრავი დაღუპული ადამიანი და გამწარებული ოჯახი, რაც სახეზე გვაქვს.

_ რა იქნება თქვენი მომდევნო, მთავარი მესიჯი?

_ ჩემი შემდეგი მესიჯია „Don’t Feel Caged up With Your Own Life!“. მინდა მივმართო ჩემს თანატოლებს, ახალ თაობას, რომ ნუ ჩაიკეტებით საკუთარი თავის ტყვეობაში. ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც იკეტება საკუთარ თავში და სხვას არ უზიარებენ თავიანთ გრძნობებს, რომელიც შემდგომ სამწუხარო შედეგით სრულდება.

_ როგორ შეაფასებდით ფურცლიდან გადმოტანილ თქვენს ნამუშევრებს?

_ ვფიქრობ, ამ ნამუშევრებში იგრძნობა ძლიერი ადამიანის ბუნება, მესიჯი სამყაროს მიმართ, რომ ცხოვრება მშვენიერია და აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

_ წარმატებებს გისურვებთ.

ფოტოს ავტორი – George Van de Kamp სამოდელო სააგენტოს ,,კატრინი” მოდელი – მარიამ ერგემლიძე, ფოტო-სტუდია – Full moon shoots, სამოსი შეიქმნა მოდის ატელიეში ,,კატრინი”