როგორ ვებრძოლოთ ჰერპესს

როგორ ვებრძოლოთ ჰერპესს

ჰერპესული დაზიანება, ეს არის კანის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევეს მარტივი ჰერპესის ვირუსი. იგი გამოიხატება ბუშტუკისებრი გამონაყრის სახით, რომელიც ძირითადად პირის გარშემო ჩნდება. როგორც წესი, ეს ინფექცია გამონაყარს ერთსა და იმავე ადგილას იწვევს. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველი 10 ადამიანიდან 9 ამ ვირუსის მატარებელია, თუმცა ის მოსახლეობის მხოლოდ 10 %-ს უვითარდება. გამონაყრის განვითრებამდე რამდენიმე საათით ადრე პაციენტს უვითარდება წვის,ჩხვლეტისა და ქავილის შეგრძნება, შემდეგ კი სიწითლე ჩნდება. მარტივი ჰერპესი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებებმა, ფსიქოლოგიურმა ტრავმამ, სტრესმა, გადაღლამ, ორსულობამ, მენსტრუაციამ, მზის სხივებმა.

ჰერ­პე­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნე­ბენ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და იმუ­ნი­ტე­ტის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც პა­ცი­ენტს ექი­მი ურ­ჩევს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რო­გორც ამ­ბო­ბენ, კა­ნი­სა და ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის სწრაფ აღ­დგე­ნას ხელს უწყობს ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა და ქაც­ვის ზე­თის ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა. მისი მკურნალობა ასევე შესაძლებელია ანტივირუსული და ანესთეზიური საშუალებებით დაზიანებების შესამცირებლად და შეხორცების დასაჩქარებლად.

პრევენციის მიზნით, დაავადების განმეორებითი გამოვლინების რისკის შესამცირებლად, გამოიყენება გერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანთან პირდპაირ კონტაქტს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.