უნგრეთის მთავრობა ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანას შეუზღუდავს

უნგრეთის მთავრობა ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანას შეუზღუდავს

უნგრეთის მთავრობა ქვეყნის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის ემზადება, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანას შეუზღუდავს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არაა დაკანონებული, შვილის აყვანა შესაძლებელია, თუ ამის შესახებ მოთხოვნაზე ერთ-ერთი პარტნიორი განაცხადებს.

შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე დაგმეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, პარლამენტს მმართველმა მემარჯვენე ფიდესის პარტიამ ამ კვირას წარუდგინა. მათი მოთხოვნაა, ბავშვები გენდერული როლების “ქრისტიანული” გააზრებით აღიზარდონ.

,,უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანიამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე განახორციელა არაერთი საკონსტიტუციო ცვლილება. ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტით უკვე განსაზღვრულია, რომ ,,ქორწინების ინსტიტუტი არის კავშირი კაცსა და ქალს შორის” და რომ “ოჯახი ეროვნული ძლიერების საწყისია”.

Image shows Prime Minister Viktor Orban
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია

როგორც BBC იუწყება, ცვლილებები, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში შევა ძალაში, თუკი მას ფიდესის პარტიის უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტის ორი მესამედი დაუჭერს მხარს.

ლგბტქ ჯგუფების განცხადებით, კანონპროექტი განზრახ შემუშავდა იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, შეუძლებელია მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება.