გიორგი გაგლოევი: ,,ხატკო“ აკმაყოფილებს ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას”

გიორგი გაგლოევი: ,,ხატკო“ აკმაყოფილებს ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას”

მსახიობი გიორგი გაგლოევი ქართული ბრენდის „ხატკოს“ მამაკაცის ხაზის სახეა. როგორც   Fashiontime-თან საუბარში განაცხადა, მან საკუთარი სტილი სწორედ „ხატკოს“ მეშვეობით აღმოაჩინა.

– გიორგი, ქართული ბრენდის „ხატკოს“ მამაკაცის სახე ხართ. ეს თქვენთვის ერთგვარი გამოწვევაცაა და სიახლეც. როგორ მოხდა თქვენი და ხათუნა კობახიძის თანამშრომლობა?

ქართული ბრენდი ,,ხატკო”

– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს თავს მოდელს ვერ დავარქმევ და არც დავარქმევ, უბრალოდ, აქ საუბარია ტიპაჟურად სხვა ადამიანზე, რომელიც მოირგებს იმ სამოსს, რომელსაც ქართველი დიზაინერი ხათუნა კობახიძე გვთავაზობს. მისი სამოსი პირველად რომ ჩავიცვი, ძალიან მომეწონა და მივხვდი,  ის იყო, რაც ყოველთვის მინდოდა. მასაც ძალიან მოეწონა ჩემზე მორგებული და გადავწყვიტეთ  გვეთანამშრომლა.

–ანუ „ხატკოს“ სტილი ბოლომდე მისაღებია.

– რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ჩემი სტილი აღმოვაჩინე.

–კონკრეტულად რა აღმოაჩინეთ, რა არის „ხატკოში“ ისეთი, რაც არ არის სხვა ბრენდში?

– ყველანაირად მისაღებია ადამიანისთვის. ჩემთვის მთავარია, რომ იმაში, რაც გაცვია, თავს უნდა გრძნობდე კომფორტულად. ჩემთვის „ხატკო“ ნამდვილად აღმოჩენაა, რადგან აკმაყოფილებს ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას, ასევე ტენდენციებს, მოდას, სტილს… ეს ყველაფერი კი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მიყვარს ჩაცმა, თავის მოვლა და კონკრეტული პროცედურებები.

–მოდის ტენდენციებს ითვალისწინებთ?

ვცდილობ ფეხი ავუწყო და არ ჩამოვრჩე.

გიორგი გაგლოევი

_ „ხატკოს“ გარდერობში ძალიან აქტუალურია შავი ფერის სამოსი. თქვენც გიყვართ ეს ფერი?

_ მიყვარს, თუმცა სხვა ფერებიც ძალიან მომწონს. 

_ ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

_ იქიდან გამომდინარე, რომ 21 -ე საუკუნეში ყველანი ვართ მოსწრებაზე, გადარბენაზე, უფრო სპორტულ-თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. „ხატკოს“ აქვს ასეთი შუალედური სტილი, რომელიც შეგიძლია მოირგო და ნებისმიერ ადგილას წახვიდე.

ხათუნას ბოლომდე ვენდობი. ზუსტად ვიცი, რომ ისე შემიკერავს, როგორც მე მინდა. არის რაღაცა დეტალები, როცა ბოლომდე უნდა მიენდო დიზაინერს, რადგან ის  პროფესიონალია, მე კი  დილეტანტი.