მარიონ კოტიარი CHANEL N°5 – ის ახალი სახეა

მარიონ კოტიარი CHANEL N°5 – ის ახალი სახეა

ფრანგი მსახიობი, მარიონ კოტიარი Chanel – ის საკულტო სუნამოს, Chanel No.5-ის ახალი სახეა.

Chanel No.5-ის სახე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი ქალი იყო, მათ შორის: მერლინ მონრო, ნიკოლ კიდმანი, ჟიზელ ბუნდჩენი და ა.შ.

რაც შეეხება სამოსს, რომელიც მარიონს ამშვენებს, როგორც ფრანგული მოდის სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, ოქროსფერი კაბა კოკო შანელის ერთ-ერთი უსაყვარლესი კაბის რეინტერპრეტაციაა , რომელმაც შთააგონა კარლ ლაგერფელდის 1996 წლის კოლექცია.