რაზე ოცნებობს 6 წლის ლუსი და როგორ ასახელა მან საქართველო

რაზე ოცნებობს 6 წლის ლუსი და როგორ ასახელა მან საქართველო

საბავშვო რუბრიკის პირველი სტუმარია, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ 6 წლის მოდელი ლუსი ოქროპირიძე.

Fashiontime ლუსის ინგლისში დაუკავშირდა და ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

_ ლუსი, გაგვეცანი და ორი სიტყვით მოგვიყევი შენს შესახებ?

_ 6 წლის ვარ. დავიბადე და ვცხოვრობ ინგლისში.

_ რაზე ოცნებობ?

No description available.
რუსი ოქროპირიძე

_ ვოცნებობ მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომ სხვებს დავეხმარო.

_ პატარა მოდელი ხარ და უკვე წარმატებული. აპირებ რომ ბოლომდე გაჰყვე ამ პროფესიას?

_ დიახ, მინდა რომ წარმატებული მოდელი ვიყო.

_ შარშან, ინდოეთში გამართულ კონკურსზე „Little Model Earth“ გაიმარჯვე. როგორი იყო შენი ემოციები?

_ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველა მე მიყურებდა და ჩემს სახელს იძახდა, ლუსი, ლუსი…

_ რა არის შენი ჰობი?

_ მიყვარს სიმღერა და „ტიკ-ტოკში“ ვიდეოების ჩაწერა.

P.S. ვისარგებლებთ შემთხვევით და FashioTime-ს შემოქმედებითი ჯგუფის სახელით დაბადების დღეს მივულოცავთ პატარა ლუსი ოქროპირიძეს – ვუსურვებთ ულევ სიხარულს, წარმატებასა და ბედნიერებას!

No description available.
საერთაშორისო სამოდელო კონკურსი ,,Little Model Earth,, – ეროვნული დირექტორი და ჟიურის წევრი ეკა მგალობლიშვილი
No description available.
No description available.
No description available.