შერი: „ბევრ 20 წლის გოგოს არ შეუძლია ის, რაც მე კარგად გამომდის“

შერი: „ბევრ 20 წლის გოგოს არ შეუძლია ის, რაც მე კარგად გამომდის“

პოპის ქალღმერთი დაბრუნდა, საოცარი შემოსვლა იყო, ორი ტონით შავი და თეთრი ბერეტი, მომდგარი ჯინსები, შავი ჩექმა, შავი ნიღაბი, სპილოს ფორმის ქურთუკი. ნამდვილად რევოლუციონერად გამოიყურება – ასე აღწერს ამერიკული გამოცემა The Guardian პოპვარსკვლავ შერის.

“დღეს ახალგაზრდა გოგოები პლასტიკურ ქირურგიას უკვე 18 წლიდან მიმართავენ. კარგით, რა!”, – ამის შესახებ 74 წლის მომღერალმა შერიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მომღერლის თქმით, მას არასდროს უცდია მსგავსი პროცედურების ჩატარება.

„თავად ამის გაკეთება არასდროს მდომებია. დღეს პირველ რიგში დიდი ტუჩები და დიდი უკანალი უნდა გქონდეს, რაც ჩემთვის გაუგებარია.

მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ ჩემი სხეულის სიძლიერე შემენარჩუნებინა. ბევრ ოცი წლის გოგოს იმის გაკეთება არ შეუძლია, რაც მე დღემდე კარგად გამომდის”, – განაცხადა მომღერალმა.