რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა

რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა

64 წლის ასაკში რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა. ის 1985 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი იყო.

დავით ანდღულაძე წლების განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. “რკინის თეატრის” დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, “ხელოვნების ცენტრის” დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.