ლეგენდარული პიერ კარდენი გარდაიცვალა

ლეგენდარული პიერ კარდენი გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, დიზაინერი პარიზში, ნიუილის საავადმყოფოში დღეს დაიღუპა.

პიერ კარდენი 1922 წელს იტალიაში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

პიერ კარდენმა თავისი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა და დღეს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს.