თათა ოქროპირიძე: „2020-ში კაბებით გადმოვეცი ახალგაზრდების პრობლემები“

თათა ოქროპირიძე: „2020-ში კაბებით გადმოვეცი ახალგაზრდების პრობლემები“

„ნუ დარჩები სიბნელეში“ (Don’t remain in the dark) – გრძელდება პროექტი „ცხოვრება მშვენიერია“, რომლის ავტორებიც არიან ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა თათა ოქროპირიძე და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი.

თათა ოქროპირიძე:

_ ჩემს ბოლო ნამუშევარში ფერები შევიტანე, რომელიც ახალისებს კოსტიუმს – ბევრი ნათელი ფერი ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. დროა, გამოვიდეთ „სიბნელიდან“. სწორედ ეს მესიჯი დევს ერთ-ერთ ჩემს ნამუშევარში: Don’t Remain In the Dark. ამ გაუწონასწორებელ ბრძოლაში არავინაა გამარჯვებული.

No one Wins Then Playing With Lives – ეს ჩემი მეორე მესიჯია. დროა. ვისწავლოთ ერთმანეთის გაფრთხილება. 2020-ში შევეცადე, ჩემი კაბებით გადმომეცა ის, თუ  რამხელა პრობლემის წინაშე დგანან ახალგაზრდები და როგორ იჩაგრებიან ისინი.

თათა ოქროპირიძე

2021 წელს ვეცდები, კოლექცია უფრო გავაფართოვო, მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო იგი. მაქვს დიდი გეგმები და ვიმედოვნებ, მომეცემა ამ ყველაფრის განხორციელების საშუალება. ჩემი გეგმები ქველმოქმედებას უკავშირდება.

ახალ წელს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვხვდები ხოლმე, მაგრამ წელს, კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, სახლში – ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები 2021 წელს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, ბედნიერებასა და ბევრ ნათელ ფერს.

ფოტოს ავტორი – George Van de Kamp

სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალი მოდელი – Mariko Chitorelidze

კაბის დიზაინი- Tata Okroporidze

ფოტოსტუდია – Full moon shoots

სამოსი შექმნილია მოდის ატელიე „კატრინში“.