ბოტოქსის ალტერნატივა – როგორ გავისწოროთ ნაოჭები?

ბოტოქსის ალტერნატივა – როგორ გავისწოროთ ნაოჭები?

fashiontime-ის სტუმარი გახლავთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ „სკენარის“ მასაჟისტ-რეაბილიტატორი, ქეთი მარიცაშვილი, რომელიც არა მარტო ქალბატონების სილამაზეზე ზრუნავს.

კონკრეტულად, რა პროცედურებს აკეთებს და რატომ უნდა მიმართოთ მას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

კლინიკა ,,სკენარი

_ მე ვარ ქეთი მარიცაშვილი, დიპლომირებული მასაჟისტ-რეაბილიტატორი. გავლილი მაქვს მასაჟის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად ვმუშაობ კლინიკა “სკენარში”.

_ ჯანმრთელობა და სილამაზე – რას ჰპირდებით თქვენს პაციენტებს?

_ კლინიკა „სკენარი“ პაციენტებს ჰპირდება ჯანმრთელობასა და სილამაზეს, ვინაიდან ჩვენთან ინოვაციური აპარატურა დაინერგა. გამოცდილი სპეციალისტები მომხმარებელს  საფუძვლიანად მოემსახურებიან.

_ როგორც ვიცით, სიახლე გაქვთ, მოგვიყევით თქვენი აპარატის შესახებ…

_ დიახ, ჩვენთან ბევრი კარგი სიახლეა. კერძოდ, სახის პროცედურაზე გავამახვილებ ყურადღებას. გვაქვს 2020 წლის უახლესი მოდელის აპარატი, რომელიც სასწაულებს ახდენს. 

კოსმეტოლოგიური დარტყმით-ტალღოვანი თერაპია და სახის მიოლიფტინგი

_ მაგალითად?

_ ეს არის ბოტოქსის ალტერნატივა, რომლის შედეგადაც: სწორდება ნაოჭები, იცვლება სახის ფორმა, ოვალი, სწორდება „ბატის ფეხები“, „ბულდოგის ყბები“, კანი ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი, იხსნება სახის დაძაბულობა, ორგანიზმში აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და კანი ახალგაზრდავდება.

_ თქვენი ჯადოსნური ხელებით ნამდვილად სასწაულებს ახდენთ. რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მასაჟი? 

_ სწორად შესრულებული პროცედურა ძალიან ეფექტიანია, რაც აისახება მომხმარებლის სახესა და მის განწყობაზე.

დაბოლოს, ვულოცავ  მთელი საქართველოს მოსახლეობასა და თქვენს მკითხველს ახალ წელს, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, სილამაზეს, კარგ განწყობასა და ბედნიერ მომავალს.