კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, შესაძლოა გადაიდოს

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, შესაძლოა გადაიდოს

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, შესაძლოა გადაიდოს, – იტყობინება AFP ფესტივალის სპიკერზე დაყრნობით.

გამოცემის ცნობით, 11-დან 22 მაისამდე დაგეგმილი ფესტივალი “რა თქმა უნდა 2021 წელს გაიმართება” და მისი გადადება შეიძლება ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე.

კანის ფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. კონკურსისთვის შერჩეულ ფილმებს საორგანიზაციო კომიტეტი სხვა ფესტივალებზე აჩვენებს.