ანასტასია ბაკურაძე –  10 წლის მოდელი, რომელმაც მსოფლიოს 103 ქვეყანას შორის საქართველო ასახელა

ანასტასია ბაკურაძე – 10 წლის მოდელი, რომელმაც მსოფლიოს 103 ქვეყანას შორის საქართველო ასახელა

დღევანდელი ჩვენი საბავშვო რუბრიკის სტუმარი სხვადასხვა სილამაზის კონკურსებისა და ფესტივალების გამარჯვებული, საბავშო საერთაშორისო ჟიურის წევრი, მოდელი, მომღერალი, მოცეკვავე და დიზაინეირი. საბავშვო ბრენდი ,,ხათკო,,-ს სახე, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ულამაზესი და უნიჭიერესი მოდელი ანასტასია ბაკურაძეა.

ანასტასია საუბრობს ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

ფოტოს ავტორი – Van De Kamp
სამოსი – თათა ოქროპირიძე

გამარჯვებულია ისეთი კონკურსების, როგორებიცაა: ,,Festival Model and Talent o of the World – 2013”, “Little Miss Planet – 2014”, “Mini Miss International- 2018”, “World Rising Stars – Top Model of the Year – 2019”.

2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო მოდის კვირეულებსა და გადაღებებში. თავისი ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან ცნობილი და წარმატებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

_ ანასტასია, ვისი სურვილი იყო, რომ პოდიუმზე დამდგარიყავი? მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა.
_ ძალიან პატარა ვიყავი, წლის და ორი თვის. დედას ჰქონდა სამოდელო კონკურსი „ჰოლიდეი ინნ“-ში. კრისტი ყიფშიძე ჟიურის თავმჯდომარე იყო. როდესაც მოდელები გამოდიოდნენ ჟიურიც წარადგინეს. ავდექი, უცბად კრისტი ყიფშიძეს ხელი მოვკიდე და სცენაზე გავედით ერთად. ასე მოხდა ჩემი პირველი გამოსვლა პოდიუმზე.

_ რას გრძნობთ, როცა პოდიუმზე, ხალხის წინაშე გადიხართ?
_ ცოტა არ იყოს მერთულება ამ ემოციების აღქმა. სცენაზე თავისუფალი, ბედნიერი და გახარებული ვარ, თან მიყვარს თმა, როცა მიფრიალებს. როგორც ჩიტი ცაში და თევზი წყალში, ასე ვარ სცენაზე. მგონია, რომ იქ ხალხი ჩემთვის არის მოსული. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული და ყველანაირად ვცდილობ დიზაინერების „ლუქები“ ღირსეულად წარვადგინო. ეს ჩემთის დიდი პატივია.

_ საკმაოდ წარმატებული ხართ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გვიაბეთ, თქვენი მიღწევების შესახებ ?
_ ვარ სხვადასხვა სილამაზისა კონკურსებისა და ფესტივალების გამარჯვებული, საბავშო საერთაშორისო ჟიურის წევრი, მოდელი, მომღერალი, მოცეკვავე და დიზაინეირი. საბავშვო ბრენდი ,,ხათკო,,-ს სახე. გამარჯვება მოვიპოვე შემდეგ კონკურსებში: ,,Festival Model and Talent  of the World – 2013”, “Little Miss Planet – 2014” ,“Mini Miss International- 2018”, “World Rising Stars – Top Model of the Year – 2019”. 2013 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო მოდის კვირეულებსა და გადაღებებში.
2018 წელს ტაილანდში, 103 ქვეყანას შორის 83 ქვეყანა მოხსნეს ნახევარფინალიდან. ფინალში 20 ქვეყანა გავიდა. ამ ოცეულში მოვხვდით მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიკოლოზ ბერძენიშვილი. გრანპრი ავიღეთ და ვასახელეთ საქართველო. სხვა ქვეყნებში თუ ყველა ბავშვი ჯილდოვდება ნომინაციით, ტაილანდში ასე არ ხდება. ასე, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. პირველი ქართველი ბავშვები ვართ, რომლებმაც ტაილანდში გაიმარჯვეს და ასახელეს საქართველო. საერთაშორისო სამოდელო კონკურსები ყოველთვის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, მონაწილეები ერთვებიან სხვადასხვა ტურებში და აქტივობებში. უნდა გაიარო რამდენიმე ტური, ტალანტის ტური, ნაციონალური სამოსის ტური, ინტერვიუ ჟიურისთან, მეგობრობის საღამო, შენი ქვეყნის პრეზენტაცია გააკეთო, დასუფთავების აქცია, პარადი და ფინალი. ფეხით გავიარეთ პარადი, გვეჭირა დროშები. პარადი, რომ დამთავრდა, მეფემ დაგვპატიჟა თავის დაბადების დღეზე და იქ წავედით.  საოცრება იყო.

სამოსი – ქართული ბრენდი “ხატკო”

_ ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი და კრიტიკოსი? ვის აზრს ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?
_ სამოდელო სააგენტო „კატრინი“-ს დამფუძნებელი, ეკატერინე მგალობლიშვილი, დედაჩემია. ის ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია.. მის აზრს ვითვალისწინებ ყველაზე მეტად. მიხარია ასეთი დედა, რომ მყავს. ჩემზე ლამაზი ბავშვებიც არსებობენ, უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვთ. დედა კი ყველაფერში მეხმარება. (დედაჩემი თუ სასცენო მონაცემებით  დაჯილდოვებულ ბავშვს აღმოაჩენს და მას ფინანსური საშუალება არ აქვს, მასაც ეხმარება სულ) სხვადასხვა ქვეყნებში დავდივართ. არ შემიძლია სამოდელო სფეროში არ აღვნიშნო მარკუს მეტრეველი, კრისტი ყიფშიძე და ჩემი  ნინი გრძელიშვილი. ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან მნიშველოვანები არიან, ყოველთვის ვითვალისწინებ მათ შენიშვნებს.

_ მშობლები რა რჩებებს გაძლევენ, უნდათ რომ ამ გზას გაჰყვე?
_ მშობლებს, პირველ რიგში, უნდათ რომ კარგად ვისწავლო. ამიტომ, ჯერ კარგად ვისწავლი, უნივერსიტეტს დავამთავრებ და თუ ისევ კარგი მონაცემები მექნება გავყვები სამოდელო კარიერასაც. კიდევ მინდა კარგი მომღერალი გამოვიდე, როგორიც ვერიკო ტურაშვილი, გია ნიკოლაძე,  ნინი შერმადინი და ქეთი ორჯონიკიძე  არაინ.

_ პოპულარული გოგო თუ ხართ სკოლაში და როგორი დამოკიდებულება გაქვს თანატოლებთან?
_ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს თანაკლასელებთან. ხანდახან ცოტა პრობლემები მაქვს ორ კლასელთან, მათთან ვერ ვმეგობრობ. უფროს და უმცროს კლასელებთანაც ვმეგობრობ. ორი უახლოესი მეგობარი მყავს. მათი დედაც ჩემთვის ძალიან ახლობელი, დიზაინერი, ფატუნა ბუშიჰედია. ფატუნამ მსოფლიო მოდის კვირეულებზე და კონკურსებზე შემიკერა კაბები. ძალიან მომწონს და ვაფასებ მის ხედვას დიზაინერულ სფეროში.

_ როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას? პრინცესული კაბები უფრო მოგწონს თუ თანამედროვე?

_ სიტუაციას გააჩნია, რა დროს რა მჭირდება. ძირითადად, სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართული ბრენდი „ხათკო“, ის ძალიან ლამაზ სამოსს ქმნის. სცენაზე უმაღლეს ქულას ვანიჭებ ფატუნა ბუშიჰედის სამოსს.

_ ძალიან ლამაზი და გრძელი თმა გაქვს. მოგვიყევით როგორ უვლით?
_ ეს არის ურთულესი გამოცდა. დაბანას სჭირდება საათნახევარი, გაშრობას იგივე, დავარცხნას ნახევარი საათი. ძალიან ბევრ რამეში გამომადგა ჩემი თმა და მჭირდება კიდეც. სრიალა, გრძელი და სქელი თმა მაქვს. მინდა რჩევა მივცე ვისაც ჩემნაირი თმა უნდა. აუცილებლად წაისვან საბავშვო შამპუნი ორჯერ, შემდეგ თმის ნიღაბი. კარგად ჩამოიბანონ, კარგად გაიშრონ და გაშრობის დროს თან დაივარცხნონ. ვისაც ხვეული თმა აქვს ვურჩევ, რომ დასწორებისთვის თმის უთო არ გამოიყენონ. ძალიან აფუჭებს თმას.

_ დაბოლოს, რა რჩებას მისცემთ პატარა მოდელებს, რომლებიც ახლა იწყებენ სამოდელო კარიერას და უნდათ გახდნენ ცნობადი სახეები.
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო. თუ თქვენ არ მოგწონთ ეს სფერო და მხოლოდ თქვენს მშობლებს უნდათ, მაშინ ვერ მიაღწევთ ვერაფერს. უმეტესს ჰქონია, რომ ძალიან იოლია, მაგრამ ეს ასე არ არის. აქ არის თავისი პოზები, თავისუფალი, კლასიკური, სპორტული პოზა… უმეტესს, როგორც ვიცი, შიში აქვს  სცენაზე გასვლის. არ უნდა გეშინოდეთ. სცენაზე უნდა გრძნობდეთ თავისუფლებას და სიხარულს. უნდა მოგწონდეთ ეს ყველაფერი. ვისაც ეშინია სცენაზე გასვლის ვურჩევ, წარმოიდგინონ, რომ არავინ არ არის გარშემო, მარტოები არიან და უბრალოდ რეპეტიციას გადიან.

ესაუბრა: ლელა დევდარიანი, Fashiontime

ფოტოს ავტორი – Van De Kamp
ბრენდი ,,Anastasia & Lucy by Katrini”
ფოტოს ავტორი – Van De Kamp
ბრენდი ,,Anastasia & Lucy by Katrini”
ქართული ბრენდი “ბამბაზია”
ქართული ბრენდი “ბამბაზია”
ქართული ბრენდი “ბამბაზია”
ბრენდი ,,Anastasia & Lucy by Katrini”