ანჯელინა ჯოლი დამკრძალავი ბიუროს დირექტორობაზე ოცნებობდა

ანჯელინა ჯოლი დამკრძალავი ბიუროს დირექტორობაზე ოცნებობდა

ამერიკელი კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი, პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.

ჯოლიმ პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005 წ).

ვარსკვლავის დაბადება

ნჯელინა ჯოლი ვოითი დაიბადა ლოს-ანჯელესშიკალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. ის ჩიპ ტეილორის ძმისწულია და ჯეიმზ ჰეივენის და, ასევე ჟაკლინ ბისეტისა და მაქსიმილიან შელის ნათლული. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფფრანგი კანადელია.

მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა, რომელმაც მსახიობობისაკენ მისწრაფება დაივიწყა და და ბავშვებთან ერთად გადავიდა პალისეიდსში, ნიუ იორკის შტატში. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად და მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებამ დააინტერესა ის მსახიობობით. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრენინგებს და ჩნდებოდა სპექტაკლებში. ენჯის დედას მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი ხშირად ატარებდა მეორეულ ტანსაცმელს. მას ასევე აღიზიანებდნენ სხვა სტუდენტები, რომლთა ერთგვარი მიზანიც მის განსხვავებულ ნაკვთებსა და გარეგნობაზე დამცინავი საუბარი იყო, რადგანაც მსახიობი ძლიერ გამხდარი იყო, ატარებდა სათვალეს და . . აჭიმს. როდესაც ჯოლის პირველი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მან თითქმის მთლიანად დაკარგა თვითპატივისცემა და საკუთარი თავის რწმენა. დაიწყო საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება, მოგვიანებით ამაზე ჯოლიმ განაცხადა:

მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია.“

თოთხმეტი წლის ასაკში მან მიატოვა სამსახიობო კურსები და ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და თავის ბოიფრენდთან ერთად დადიოდა ე. წ. მოშინგის ტიპის კონცერტებზე, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე დამსწრეები ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობიან, ხელს კრავენ. ორი წლის შემდეგ, როდესაც მეგობარ ბიჭთან ურთიერთობა დასრულდა, მან იქირავა საცხოვრებელი ავტოფარეხის თავზე დედამისის სახლიდან რამდენიმე უბნის დაშორებით. ის დაუბრუნდა თეატრალურ სწავლებებს და დაამთავრა სკოლა. თუმცა ბოლო დროს მან დაკვირვებით ისაუბრა ამ პერიოდზე და დასძინა: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით“.

ანჯელინა და მამამისი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ჩამოშორდნენ, მაგრამ მათი ერთგვარი შერიგება მოხდა, როდესაც მამა გამოჩნდა შვილთან ერთად ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001). 2002 წლის ივლისში ანჯელინამ წარადგინა განცხადება, რომ ლეგალურად შეეცვალა სახელი და გამხდარიყო: ანჯელინა ჯოლი ანუ მან ჩამოიშორა გვარი: ვოითი. სახელის შეცვლა ოფიციალურად 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა, ხოლო ამავე წლის აგვისტოში გადაცემაში „Access Hollywood“ ჯონ ვოითი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის აღარ აპირებდა ედევნა მისი და თავისი მამის ურთიერთობისათვის. მან განაცხადა:

„მე და მამაჩემი არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არ მჯერა, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას ნიშნავს, რადგანაც ჩემი შვილი აყვანილია და ასე რომ ოჯახიც შეძენითია”, – განაცხადა მსახიობმა.

ანჯელინამ განაცხადა, რომ არ სურდა იმ მიზეზების საქვეყნოდ გახმაურება, თუ რატომაც დაკარგა ურთიერთობა მამასთან.

ადრეული კარიერა

ჯოლიმ მუშაობა დაიწყო, როგორც მოდელმა, როდესაც ის 14 წლის იყო. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჯელესშინიუ-იორკსა და ლონდონში. ამ პერიოდში ის გამოჩნდა ბევრ მუსიკალურ ვიდეოში, მაგალითად: მით ლოუფის „Rock & Roll Dreams Come Through“, ანტონელო ვენდიტის „Alta Marea“, ლენი კრავიტსის „Stand by My Woman“ და ლემონჰედსის „It’s About Time“. 16 წლის ასაკში ჯოლი დაბრუნდა თეატრში და ითამაშა თავისი პირველი როლი, მან განასახიერა გერმანელი დომინანტი ქალი. მან გადაწყვიტა მამისაგან ესწავლა მისი ერთგვარი მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დააკვირდე ადამიანებს, რათა მათნაირი გახდე. ამ პერიოდში მამაშვილის ურთიერთობა არ იყო დაძაბული და ენჯი ფიქრობდა, რომ ისინი ორივენიდრამის დედოფლებიიყვნენ.

პირადი ცხოვრება

2005 წლის აპრილში მედიაში გამოჩნდა პაპარაცების მიერ გადაღებული სურათები, რომლებიც გაიყიდა 500 000 დოლარად და რომლებზეც ნაჩვენები იყო პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი სანაპიროზეკენიაში. ზაფხულის განმავლობაში, წყვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის მერეც მედიამ მათბრანჯელინაშეარქვა. ორი თვის შემდეგ, პიტი და ჯოლი უკვე პოზიორობდნენ კამერების წინ როგორც წყვილი.

2005 წელს, პიტი ჯოლის წაყვა ეთიოპიაში, სადაც ანჯელინამ მეორე ბავშვი იშვილა, ექვსი თვის გოგონა ზაჰარა, მოგვიანებით ანჯელინამ თქვა რომ ამ ბავშვის შვილად აყვანა მან და პიტმა ერთად გადაწყვიტეს. 2005 წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა რომ პიტი ცდილობდა ლეგალურად ეშვილა ანჯელინას ორი შვილი. 2006 წლის 19 იანვარს, მოსამართლემ დართო ნება პიტს ბავშვების შვილად აყვანა და ბავშვების გვარი შეიცვალა ჯოლიპიტად. 2006 წლის 11 იანვარს, ჯოლიმ ჟურნალპიპლზსდაუდასტურა რომ იგი იყო ფეხმძიმედ პიტისგან. 2006 წლის 27 მაისს, ჯოლიმ ქვეყნად მოავლინა გოგონა შაილო ნუველ ჯოლი პიტი, რომელიც ნამიბიაში გააჩინა. პიტმა დაადასტურა რომ მათ ახალგაჩენილ შვილს ექნება ნამიბიური პასპორტი, ჯოლიმ კი გადაწყვია ბავშვის სურათები გაეყიდა, ვიდრე ბავშვი სამიზნე ყოფილიყო პაპარაცების. ჟურნალმაპიპლზმა“ 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა სურათებისთვის, ხოლო ბრიტანულმა ჟურნალმაჰელოუმ“ 3,5 მილიონი დოლარი. ჯამში თანხამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. მთელი თანხა ჯოლიპიტის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

2007 წლის 15 მარტს, ჯოლიმ შვილად აიყვანა სამი წლის ბიჭუნა ვიეტნამიდან პაქს თიენ ჯოლიპიტი. ვინაიდან ობოლთა თავშესაფარი, არადაქორწინებულ წყვილს არ აძლევს საშუალებას ბავშვის აყვანის, ჯოლიმ იგი მარტო იშვილა, ხოლო პიტმა მოგვიანებით იშვილა ლეგალურად.

მედიის აზრით ჯოლი კვლავ იყო ფეხმძიმედ, რაც მისმა გამოჩენამ 2008 წლის Independent Spirit Award-ზე დაამტკიცა, როდესაც იგი დახურული კაბით წარსდა მაყურებელთა წინაშე. 2008 წლის მაისში, ჯოლიმ დაუდასტურა „თუდეის“, რომ ისინი ელოდებოდნენ ტყუპებს. 2008 წლის 12 ივლის, ჯოლიმ გააჩინა ბიჭი და გოგო, სახელად ნოქს ლეონ ჯოლი პიტი და ვივიენ მარჩელინ ჯოლი პიტი. ნოქსის წონა იყო 5,05 ფუნტი, ხოლო ვივიენის 5 ფუნტი. ნოქსი ბრედ პიტის ბაბუის პატივსაცემად დაერქვა ბავშვს, ხოლო ვივიენი ანჯელინა ჯოლის დედის პატივსაცემად. 2015 წელს წყვილმა კიდევ ერთი ბიჭი, 2 წლის მუსა იშვილა, მუსა წარმოშობით სირიელია და თურქეთში, დევნილთა ბანაკშია დაბადებული.

მარიამ მიქაძე, Fashiontime