რაზე ოცნებობს ლონდონში მცხოვრები თათა ოქროპირიძე?

რაზე ოცნებობს ლონდონში მცხოვრები თათა ოქროპირიძე?

Fashiontime გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ლონდონში მცხოვრებ ქართველ გოგონა თათა ოქროპირიძესთან:

_ თათა, რატომ გადაწყვიტე დიზაინერობა ისეთ კონკურენტუნარიან ქვეყანაში, როგორიც ინგლისია?

_ ყოველთვის მაინტრესებდა, რაღაც განსხვავებული შემექმნა, რომელსაც შეეძლო რაიმე მესიჯის გადმოცემა. ვიცი, რომ აქ ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერია, მაგრამ ყველა ინდივიდუალურია. ვეცდები, მეც ჩემი სტილი ვაჩვენო საზოგადოებას.

_ რომელია შენი საყვარელი მოდის სახლი?

_ ყველა ცნობილი დიზაინერი საინტერესოა, მაგრამ  ვერსაჩეს გამოვყოფდი. მომწონს მისი სტილი და უნიკალურობა.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ, დავდგე ცნობილი დიზაინერების გვერდით მაღალი და დახვეწილი კოლექციით.

_ რა არის შენი ჰობი?

_ ჩემი ჰობია ხატვა, სადაც შემიძლია ჩემი გრძნობების გადმოცემა, ეს მეხმარება სტრესიდან გამოსვლაში.

_ რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობაზე იზრუნებდი სიამოვნებით და რატომ?

_ შანსი რომ მქონდეს, ჩავაცმევდი კენდალ ჯენერის. საინტერესოდ გადმოსცემდა მისი სხეული და გამომეტყველება ჩემს მესიჯს.

_ რა იქნება შენი შემდგომი მესიჯი?

_ The Time In Life Too Short!

ვივიენ დოლიძე, Fashiontime