კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა

კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა

ტელეწამყვანმა და მოდელმა კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე უესტთან განქორწინების შესახებ განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოცემა TMZ-ის ცნობით, წყვილი შვილების ერთობლივ მეურვეობაზე შეთანხმდა და არც ერთი მხარე საქორწილო კონტრაქტის გასაჩივრებას არ გეგმავს.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი ჰყავს. კიმისა და კანიეს დაშორების შესახებ რამდენიმე თვის წინ ამერიკული მედია აქტიურად წერდა.