Coca-Cola პოლიეთილენის ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს

Coca-Cola პოლიეთილენის ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს

კომპანია Coca-Cola გეგმავს პოლიეთილენის ბოთლები ქაღალდის ბოთლებით სრულად ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ BBC news-ი იუწყება.

ქაღალდის ბოთლების პირველი ნიმუშები წარმოადგინა დანიურმა კომპანიამ. ბოთლები მთლიანად დამზადებულია ქაღალდისგან, მას პოლიეთილენის აქვს მხოლოდ სახურავი და შიდა მემბრანა, რომელიც ქაღალდის სითხისგან იცავს.

ექსპერიმენტის საბოლოო მიზანია, 100 %-ით შეასძლებელი გახდეს ბოთლების გადამუშავება და ასევე, ქაღალდის მასალამ გაუძლოს გაზის წნევას.

Coca-Cola Adez –ის სასმელის ქაღალდის ბოთლების პირველ საცდელ პარტიას  წელს ზაფხულში უნგრეთში დაამზადებენ. Coca-Cola კი 2030 წლიდან მთლიანად უნარჩენო წარმოებაზე გეგმავს გადასვლას.

Coca-Cola მსოფლიოში პოლიეთილენის ნარჩენების მთავარი გენერატორი იყო.