ნიკოლ კიდმანმა თაყვანისმცემლები ულამაზესი ჩაცმულობით გააოცა

ნიკოლ კიდმანმა თაყვანისმცემლები ულამაზესი ჩაცმულობით გააოცა

ამერიკის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაზე ნიკოლ კიდმანმა თაყვანისმცემლები ულამაზესი ჩაცმულობით გააოცა. ავსტრალიელ მსახიობს Giorgio Armani-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ულამაზესი საღამოს კაბა ეცვა, რომელსაც  Harry Winston-ის სამკაულები ამშვენებდა.

ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

კიდმანი ღონისძიებაში საკუთარი სახლის უკანა ეზოდან ჩაერთო.

წელს ის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა ვერ გაიმარჯვა.