ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად”

ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად”

51 წლის ჯენიფერ ლოპესმა კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების საკუთარი ხაზი JLo Beauty შექმნა.

ჯენიფერ ლოპესის უახლესი პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი ზეითუნის ზეთია, რომელიც მისი თქმით ოჯახის “სილამაზის ელექსირია”.

,,დედაჩემი ამბობდა, რომ ზეითუნის ზეთი ყველაფრის სამკურნალო საშუალებაა, ეს ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებდი და რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით ეფექტურია. როდესაც პროდუქციის შექმნა დავიწყეთ, განვაცხადე, რომ ბუნების ჯადოსნური ინგრედიენტის – ზეითუნის ზეთის ექსტრაქტი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, თუ რატომ გამოიყურება ჩემი სახის კანი “იდეალურად”, მე კი ასეთი პასუხი მაქვს – ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რაც ძალიან მარტივია.”