ევროვიზიის კონკურსზე 3500 მაყურებელს დაუშვებენ

ევროვიზიის კონკურსზე 3500 მაყურებელს დაუშვებენ

როტერდამში ევროვიზიის კონკურსზე შეზღუდული რაოდენობის მაყურებლებს დაუშვებენ. ამის შესახებ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსს, რომელიც  18-22 მაისს გაიმართება, 3 500 მაყურებელი დაესწრება.

შარშან კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.