ლეო მესის კოვიდ-რეგულაციის დარღვევას ედავებიან

ლეო მესის კოვიდ-რეგულაციის დარღვევას ედავებიან

ესპანური მედიის ცნობით, ლა ლიგა ბარსელონას ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება ლიონელ მესის მიერ სახლში თანაგუნდელების შეკრებასა და კოვიდ პროტოკოლის დარღვევას. ლა ლიგამ საქმე ყველა იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ გახსნა, რომლებიც არგენტინელის სახლში შეიკრიბნენ.

კლუბის ცნობით, მესიმ გუნდელები ატლეტიკოსთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ განწყობის ასამაღლებლად საკუთარ სახლში სადილზე დაპატიჟა. ეს კოვიდ პროტოკოლის დარღვევაა, მაგრამ კლუბში ასე არ მიიჩნევენ, რადგან შეკრებაზე ერთი გუნდის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

თუმცა, ეს არ არის მთავარი ვერსია… გუნდის კაპიტანმა ვალენსიასთან (32) გამარჯვება და ჩემპიონობის შანსი შენარჩუნება თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა და ყველა ფეხბურთელი მეგობარ გოგონებთან ერთად დაპატიჟა.

ლა ლიგაში აცხადებენ, რომ მესიმ კოვიდ-რეგულაცია დაარღვია, რომლის მიხედვითაც 6 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.