მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის – გაეცანი ყველაზე მოდურ სტილს

მომდგარი ჯინსი ტრენდული აღარ არის – გაეცანი ყველაზე მოდურ სტილს

ტენდენციები ყოველთვის მოდის და მიდის, მაგრამ მომდგარმა, ე.წ. „Skinny” ჯინსებმა, რომლებმაც პოპულარობა 2010-იან წლებში მოიპოვეს, დაადასტურეს, რომ გარდერობის საბაზისო ნივთია. თუმცა იმასაც შენიშნავდით, რომ 2021 ექსპერიმენტების წელია. ეს ტენდენცია კი, რაღა თქმა უნდა, ჯინსებზეც ვრცელდება.

1. ჯინსებისა და ჩექმის კომბინაცია – ე.წ. Bootcut ტრენდი

დიახ, ჩექმებისა და ჯინსების კომბინაცია ოფიციალურად ისევ ტენდენციურად გამოიყურება. გასული წლების ტრენდული ჯინსებისგან განსხვავებით, რომლებიც დაბალი წელით გამოირჩეოდნენ, ახლა კლასიკური, მაღალი და ვიწრო წელია მოდური.

ეს სტილი იდეალურად შეუხამებს თქვენს საყვარელ ჩექმებსა და ჯინსებს. ჩვენი რჩევაა, ტრენდული ლუქის შესაქმნელად, უპირატესობა სამკუთხედი ცხვირის მქონე ფეხსაცმელს მიანიჭოთ.

2. ჯინსი ხელნაკეთი ელემენტებით

ერთწლიანი კარანტინის, ძველმანების გადარჩევისა და ხელსაქმის შემდეგ, ხელნაკეთი ტანსაცმელების ტენდენციამ დაპყრო მოდის სამყაროში.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ელემენეტები არა მხოლოდ ჯინსის, არამედ ყველანაირი ტანსაცმლის შემთხვევაში ტრენდულია.

3. ჯინსი ამოჭრილი ჯიბეები

დაივიწყეთ მუხლებზე ამოჭრილი ჯინსები, ახლა ამოჭრილი ჯიბეების და სითამამის დროა.

4. 90-იანი წლების ჯინსები

უკიდურესად მომდგარი ჯინსების შემდეგ, მოდაში სუპერგანიერი ჯინსები დაბრუნდნენ. ეს სტილი ყველაზე ტრენდული გახდება, თუ წვრილ ქუსლებსა და მინიმალისტურ, სადა მაისურს შეუხამებთ.

5. ჯინსი ასიმეტრიული ღილებით

არაფერი იმაზე მეტად ტრენდული, ვიდრე კლასიკური ჯინსი საინტერესო დეტალებით – მაგალითად, ასიმეტრიული ღილებით. თანაც ეს ელემენეტი ნებისმიერ სხეულს იდეალურად ერგება.

6. კონუსის ფორმის ჯინსები

თუ თქვენ ჯერ ძალიან მოგწონთ მომდგარი ჯინსები, მაშინ ეს სტილი იდეალური არჩევანია. ის ვიწრო და განიერი ჯინსების კომბინაციაა. თანაც, იდეალურად ძერწავს სხეულის ფორმებს და ნერბისმიერ შემთხევაში, ინარჩუნებას ელეგანტურობას.

https://www.forbes.com/