UEFA ევროპის სუპერლიგის მხარდამჭერ კლუბებს სანქციებით ემუქრება

UEFA ევროპის სუპერლიგის მხარდამჭერ კლუბებს სანქციებით ემუქრება

ESPN-ის ცნობით, UEFA ევროპის სუპერლიგის მხარდამჭერ კლუბებს სანქციებით ემუქრება. სიაში ოთხი გუნდია – რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი და მილანი. შესაძლო დისკავალიფიკაცია ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთაა.

UEFA-მ მოლაპარაკებები ყველა იმ 12 კლუბთან გამართა, რომლებიც თავდაპირველად სუპერლიგის პროექტს შეუერთდნენ. მათგან შვიდმა ოფიციალურად დაადასტურა სუპერლიგის დატოვება – სიტი, ჩელსი, იუნაიტედი, არსენალი, ლივერპული, ტოტენჰემი და ატლეტიკო. მათ შეურთდებათ ინტერი, რომელთანაც ბოლო დღეებში ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ამ საკითხზე კომუნიკაცია აქვს.

დარჩა მხოლოდ ზემოთ ნახსენები ოთხი კლუბი, რომლებსაც სუპერლიგის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. შედეგად, UEFA-ს შეფი ალეკსანდერ ჩეფერინი სანქციაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ კლუბებს საკუთარი სუპერლიგა შექმნეს. თუმცა, უეფას, ფანების, ფეხბურთელებისა და მედიის პროტესტის შემდეგ, იდეამ მხოლოდ 48 საათი იარსება.