,,ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი” – ირინა შეიკი

,,ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი” – ირინა შეიკი

,,ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, ალბათ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მამაჩემს ყოველთვის სურდა ბიჭი ჰყოლოდა”, – ამბობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ირინა შეიკი.

,,მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ოჯახზე მე უნდა მეზრუნა და გადავწყვიტე არასდროს დავოჯახებულიყავი. რა თქმა უნდა, დრო გავიდა და ცხოვრებამ გამზარდა, თუმცა ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს”, – განაცხადა შეიკმა.

ცხოვრებაში არსებული სირთულეების პარალელურად ირინამ წვრილმანების დაფასება ისწავლა და გააანალიზა, რომ შრომისმოყვარეობით მიღწეული მიზანი უფრო მეტადაა დასაფასებელი.

,,ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვიბოძებს, ამიტომ ადამიანებს ურჩევს, რომ არასდროს დანებდნენ და იყვნენ მიზანდასახულები”, – ამბობს მოდელი.