Coca-Cola აშშ-ში Coke Energy-ის წარმოებას შეწყვეტს

Coca-Cola აშშ-ში Coke Energy-ის წარმოებას შეწყვეტს

ამერიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა, Coca-Cola-ამ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ში Coke Energy-ის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.

ცნობისთვის, Coke Energy ენერგეტიკული სასმელისა და Coca-Cola-ს ჰიბრიდია. პროდუქტი დახლებზე გასული წლის იანვარში, კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვით ადრე გამოჩნდა.

Coca-Cola-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია აქცენტს კარგად გაყიდვად სასმელებზე აკეთებს, მათ შორისაა კოფეინის შემცველი და ტრადიციული გაზიანი ანუ ცქრიალა წყლები.

“ამ სტრატეგიის მთავარი კომპონენტია შედეგობრივი და მუდმივი შეფასება იმისა, თუ რა მუშაობს კარგად და რა არა. ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად ვზრდით ჩვენი საუკეთესო ინოვაციების მასშტაბებს, როგორიცაა სასმელი AHA და Coca-Cola ყავით. ჩვენ გვჭირდება დისციპლინირება ისეთი სასმელების, რომლებსაც ბაზარზე შემდგომი ინვესტიციებისთვის მხარდაჭერა არ აქვთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ში Coca-Cola-ს ენერგეტიკული სასმელის 4 სახეობა იყიდებოდა: Coke Energy, Coke Energy Zero Sugar, Coke Energy Cherry და Coke Energy Cherry Zero Sugar.

წარმოების ასეთი შემცირება Coca-Cola-ს საშუალებას აძლევს, უფრო მომგებიან წინადადებებზე გაამახვილოს ყურადღება.