დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მედიისგან მალულად იქორწინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მედიისგან მალულად იქორწინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მედიისგან მალულად იქორწინა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი სიმონდსმა უესტმინსტერის სასახლეში იქორწინეს.

ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. ბორის ჯონსონისა და კერი სიმონდი 2020 წლის მარტში დაინიშნენ და მალე ვაჟი შეეძინათ.

ქორწინება კი წყვილმა პანდემიის გამო გადადო.