მომღერალი ბი ჯეი ტომასი გარდაიცვალა

მომღერალი ბი ჯეი ტომასი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბი ჯეი ტომასი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.

რამდენიმე წლის წინ მას ფილტვის კიბო დაუდგინდა. საყოველთაო აღიარება მომღერალს ცნობილმა ჰიტმა Raindrops Keep Fallin’ on My Head მოუტანა.

ბი ჯეი ტომასი „გრემის“ პრემიის 5-გზის ლაურეატი იყო.