მერილინ მონროს კულინარიულ წიგნებს აუქციონზე გაყიდიან

მერილინ მონროს კულინარიულ წიგნებს აუქციონზე გაყიდიან

კულინარიული წიგნები, რომლითაც მერილინ მონრო სარგებლობდა, აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

მსახიობის საყვარელი რეცეპტების ორი წიგნი The New Fanny Farmer Boston Cooking-School Cook Boo და The New Joy of Cooking 120 ათას დოლარად არის შეფასებული.

წიგნები იმითაც არის ღირებული, რომ მათში მონროს რამდენიმე რეცეპტი ხელით აქვს ჩაწერილი.

აუქციონი Siegel Auction Galleries-ში 22 ივნისს გაიმართება.