პრინცესა დაიანას ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

პრინცესა დაიანას ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

1980 წელს გამოშვებული ავტომობილი Ford Escort III Ghia, რომელიც პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დაიანას ნიშნობის დღეს აჩუქა, აუქციონზე გაიყიდება.

ლოტის საწყისი ღირებულება 40 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ავტომობილი პრინცესა დაიანამ საჩუქრად 1981 წელს მიიღო, ის ძალიან უყვარდა და უფრთხილდებოდა.