ანჯელინა ჯოლი პირველ ქმარს ხვდება

ანჯელინა ჯოლი პირველ ქმარს ხვდება

ანჯელინა ჯოლი პირველ ქმარს ხვდება. ამის შესახებ გამოცემა Elle წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 11 ივნისის საღამოს მსახიობი ჯონი ლი მილერს სტუმრობდა.

ჟურნალისტებს არც ის გამორჩენიათ, რომ ანჯელინა ჯონისთან „მიტერ მაიკლის“ მარკის ძვირადღირებული ღვინის ბოთლით მივიდა და მასთან 3 საათი დაჰყო.

წყვილმა ერთმანეთი 1995 წელს ფილმ „ჰაკერების“ გადაღებაზე გაიცნო და 1996 წელს იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ ერთ წელიწადს გაგრძელდა.