,,მე ვერ მოვახერხე! F*ck!” – კიმ კარდაშიანი გამოცდაზე მეორედ ჩაიჭრა

,,მე ვერ მოვახერხე! F*ck!” – კიმ კარდაშიანი გამოცდაზე მეორედ ჩაიჭრა

მოდელმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა სამართალმცოდნეობის სწავლის გასაგრძელებლად საჭირო გამოცდა ვერც მეორედ ჩააბარა. ამის შესახებ Cosmopolitan-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კარაშიანმა განცდილი მარცხის შესახებ ცნობილი ამერიკული რეალითი შოუს – Keeping Up With The Kardashians- ის ფინალურ ეპიზოდში ისაუბრა.

კიმი ვიდეოში აშკარად გაღიზიანებული ჩანდა – “მე ვერ მოვახერხე! F*ck! ეს მართლაც მაღიზიანებს”- განაცხადა მან.

“ექვსი კვირის განმავლობაში დღეში 10-12 საათი ვმეცადინეობდი და ამ ტესტის ჩაბარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა კი სტიმული გამიქრა და ლამის, ხელი ავიღო ჩემს მიზანზე,” – ამბობდა წინა ვიდეოში კარდაშიანი.

აღსანიშნავია, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავმა 2019 წელს განაცხადა, რომ იურისტობას აპირებდა.