როგორ ინარჩუნებს იდეალურ ფორმას ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ჰარისონ ფორდი?

როგორ ინარჩუნებს იდეალურ ფორმას ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ჰარისონ ფორდი?

ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ჰარისონ ფორდი ფორმას ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვით ინარჩუნებს.

გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, 78 წლის მსახიობი ველოსიპედით დღეში 40 მილს გადის.

ამჟამად მას ინდიანა ჯონსის მეხუთე ეპიზოდში იღებენ. გადაღებები ნიუ კასლიდან 50 მილში, ბამბოროს ციხესიმაგრეში მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფი ფორდის ფიზიკური მონაცემებით გაოცებულია.

მსახიობს დღე-ღამეში 6 საათი სძინავს, დანარჩენ დროს კი ვარჯიშითა და გადაღებებით არის დაკავებული. ხშირად მას გადასაღებ მოედანზე ყოფნა 10-11 საათი უწევს.