რომის პაპმა სპაიდერმენს უმასპინძლა

რომის პაპმა სპაიდერმენს უმასპინძლა

რომის პაპმა ფრანცისკემ ადამიან-ობობას უმასპინძლა. სპაიდერმენი ვატიკანში ყოველკვირეულ მიღებაზე იყო მიწვეული. ის პონტიფიკოსს გაესაუბრა და საჩუქრად ნიღაბი გადასცა.

სუპერგმირის ფორმაში 27 წლის იტალიელი მატია ვალარდიტა იყო გამოწყობილი, რომელიც მოხალისის რანგში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ხშირად სტუმრობს და მათ განწყობაზე ზრუნავს.

საქველმოქმედო საქმიანობისთვის ადამიან-ობობას რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა.