შერონ სტოუნს მერილ სტრიპზე საუბრის გამო აკრიტიკებენ

შერონ სტოუნს მერილ სტრიპზე საუბრის გამო აკრიტიკებენ

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავს, შერონ სტოუნს გამოცემა Zoomer-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ, სადაც მან ლეგენდარულ მსახიობ მერილ სტრიპზე ისაუბრა.

ინტერვიუში სტოუნმა განაცხადა, რომ სტრიპი კარგი ადამიანია, თუმცა ჰოლივუდში მასზე გაცილებით კარგი მსახიობები არიან, მაგ: ვიოლა დევისი, ემა სტოუნი, კეიტ უინსლეტიდა ოლივია კოლმანი.

„უარყოფითი პერსონაჟების თამაში მასზე გაცილებით უკეთ გამომდის. ის ვერ იტამაშებდა ჩემსავით ვერც „ძირითან ინსტინქტში“ და ვერც „კაზინოში,“ -აღნიშნა მსახიობა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები შერონ სტოუნს კოლეგის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერილ სტრიპის დონეს ის ვერასდროს მიაღწევს.