ჰარისონ ფორდი გადაღების დროს დაშავდა

ჰარისონ ფორდი გადაღების დროს დაშავდა

მსახიობმა ჰარისონ ფორდმა ტრავმა მიიღო. 78 წლის მსახიობი „ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ეპიზოდის გადაღებისას დაშავდა.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, მსახიობს მხარი აქვს დაზიანებული. არ არის გამორიცხული, მას რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

ფილმის პრემიერა 2022 წლის 29 ივლისისთვის არის დაგეგმილი.