მერილინ მენსონი ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა ამხილა

მერილინ მენსონი ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა ამხილა

მერილინ მენსონი ძალადობაშიკიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. მომღერლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მოდელმა ეშლი მორგან სმიტლაინმა შეიტანა.

მოსარჩელე აცხადებს, რომ მენსონი მასზე ორი წლის განმავლობაში ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.

ახალგაზრდა ქალის მტკიცებით, მომღერალი მას სისტემატიურად ცემდა, სხეულზე დანით დაზიანებებს აყენებდა და ერთხელ ცხვირიც გაუტეხა. ეშლი მორგან სმიტლაინი უკვე მეოთხე ქალია, ვინც მენსონს ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენა.