ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს სასამართლო დავა მოუგო

ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს სასამართლო დავა მოუგო

ცნობილმა მსახიობმა ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ემბერ ჰერდს სასამართლო დავა მოუგო.

ნიუ იორკის სასამართლომ მისი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. დეპი ყოფილ ცოლს სიცრუეში ადანაშაულებდა.

საუბარია 7 მილიონ დოლარზე, რომელიც ჰერდმა დეპთან განქორწინების შემდეგ მიიღო. ის აცხადებდა, რომ სოლიდური თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა, თუმცა დეპის ადვოკატებმა სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს იმის შესახებ, რომ ემბერმა თანხა მიითვისა.

დეპმა და ჰერდმა 2015 წელს იქორწინეს, თუმცა მათმა ქორწინებმა მხოლოდ ერთ წელს გასტანა. ყოფილმა ცოლმა დეპი ძალადობაში დაადანაშაულმა, რასაც მსახიობი დღემდე უარყოფს.