ბრიტნი სპირსის მამა შვილის მეურვეობაზე უარს ამბობს

ბრიტნი სპირსის მამა შვილის მეურვეობაზე უარს ამბობს

ცნობილი ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის მამა შვილის მეურვეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ჯეიმი სპირსი მეურვის ფუნქციას 13 წელი ასრულებდა. მისთვის მეურვის სტატუსის ჩამორთმევა ბრიტნი სპირსმა 2 თვის წინ მოითხოვა.

მისი ადვოკატები ჯეიმი სპრირსს მეურვის სტატუსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.