EKOSI – ქართული ბრენდის საჩუქარი პატარებს

EKOSI – ქართული ბრენდის საჩუქარი პატარებს

ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ბრენდი EKOSI ორიგინალურ საჩუქარს გთავაზობთ. მაგიდის გადასაფარებლების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ კოლექცია განაახლა და მომხმარებელს განსხვავებული ტიპის, მაგიდის საბავშვო გადასაფარებლები წარუდგინა. 

_ ეკა, პანდემიის დროს, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, ადამიანებმა სხვადასხვა საქმიანობა დაიწყეს, საკუთარ თავში აღმოაჩინეს ის ნიჭი, რაც აქამდე არავის გახსენებია. პირადად თქვენ რა აღმოჩენები გააკეთეთ საკუთარ თავში?

_ ყოველთვის ვფიქრობდი თუ რა უნდა გამეკეთებინა ან რა როგორ უნდა მომესწრო, რადგან ხელოვანებს იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ ვერაფერს ვასწრებთ. უამრავი რეპეტიცია, გადაღება, კონცერტები, გასტროლები და ფიზიკურად დრო არ მრჩებოდა, რომ რამე სხვა საქმე გამეკეთებინა. მოგეხსენებათ, პანდემიამ გააჩერა ყველაფერი და, მათ შორის, ჩემი საქმიანობაც. ამ პერიოდმა დამაფიქრა იმაზე, რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა. ერთ დღეს სახლში სტუმარი მესტუმრა და მაგიდის ისეთი ლამაზი გადასაფარებელი ვერ ვნახე, რომელსაც საღამოს შევუხამებდი. ავდექი და რაღაცა დეტალი მე თვითონ შევიტანე სუფრაზე. ეს იმდენად მოეწონათ ჩემს სტუმრებს, რომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი სახელობის ბრენდი EKOSI, ანუ სუფრის გადასაფარებლებზე დავიწყე მუშაობა.

გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ცხოვრება ხელოვნებას ვემსახურები, ეს საქმეც ხელოვნებას დავუკავშირე, რადგან მე ვქმნი თითოეულ დეტალს. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებდა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ფერადი, ლამაზი და ორიგინალური გადასაფარებლები ძალიან ბევრი ოჯახის სუფრას ამშვენებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გადასაფარებლები საზღვარგარეთაც გავიდა და დიდი მოთხოვნაა, იმიტომ რომ არის ქართული და განსხვავებული. როცა ადამიანების გახარებულ სახეებს ვუყურებ, ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

_ საზღვარგარეთ გადისო და ტურისტები რით დააინტერესეთ?

_ გადასაფარებლები გავაკეთე ქართული ანბანის ასოებით, რაც ძალიან მოსწონთ და ქართულ ნაციონალურ სტილზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი ოფისი, სადაც ხალხს ვურჩევ, თუ როგორი სტილისა და დიზაინის გადასაფარებელი მოუხდება მათ სახლს. ამ ყველაფერს დავამატე ფარდები და საწოლის გადასაფარებლები, რომლებმაც ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. უახლოეს მომავალში კი ვაპირებ, რომ მაღაზია გავხსნა.

_ როგორია თვითონ შექმნის პროცესი: ხატავთ, კერავთ, ჭრით თუ რა როლს ასრულებთ პირადად თქვენ?

_ აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული: დიზაინის მოფიქრებაში, სხვადასხვა ინტერიერს ვუხამებ ამ გადასაფარებლებს, ვფიქრობ უამრავ თემაზე, რომელიც შემდგომ გადმომაქვს ნაჭერზე და სრულ სახეს ვაძლევ. მყავს ასევე ძალიან კარგი მკერავები, რომელებიც გვერდით მიდგანან და მეხმარებიან ამ ყველაფერში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ დიდი შრომისთვის.

შეგახსენებთ, EKOSI-მ საქმიანობა 2020 წელს დაიწყო და მისი დამფუძნებელი, ქართველი ხელოვანი, ანსამბლ „რუსთავი”-ს სოლისტი ეკა მოდებაძეა.

EKOSI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან ნამუშევრების სანახავად, ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს.