ორსული ანიტა რაჭველიშვილი ვაქცინით აიცრა

ორსული ანიტა რაჭველიშვილი ვაქცინით აიცრა

7 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

საოპერო მომღერალი სხვა ორსულებსაც ურჩევს, აიცრან.

“ჩემთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი ის იყო, რომ ორჯერ შემხვდა კორონავირუსი ბოლო 2 წლის განმავლობაში, შესაბამისად, 6 თვე გავიდა ბოლო ინფიცირებიდან და მეშინია, რომ კიდევ ავად გავხდები და ორგანიზმი ძალიან რთულად გადაიტანს, ან ვერ გადაიტანს.

ძალიან ბევრი ორსული შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს და ვურჩევდი ყველას, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, აუცილებლად გაიკეთონ აცრა“, – თქვა რაჭველიშვილმა.

12 სექტემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20.8%-ია.