ბრიტნი სპირსი წიგნს წერს

ბრიტნი სპირსი წიგნს წერს

39 წლის პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი წიგნს გამოცემს. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.

„ვწერ წიგნს გოგოზე, რომელიც მოკლეს, მაგრამ მისი აჩრდილი რჩება და მოჩვენებად გადაიქცევა. ის ცდილობს სიცოცხლე დაიბრუნოს და მიაგნებს ხერხს, როგორ გააკეთოს ეს, როგორ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ამის შემდეგ ის ფიქრობს, მკვლელებზე შური იძიოს თუ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოს,“ – წერს მომღერალი.