კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს

კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს

ბრაზილიაში 30 წლის კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მინას-ჟერაისის შტატში, ერთ-ერთი ფერმის მახლობლად მდებარე ტბაზე მოხდა.

მაშველებმა ცხედარი ნაპირიდან ოთხ მეტრში იპოვეს.

ცხედრის ამოსვენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის პირანიებმა დაკბინეს. დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება – პირანიების ნაკბენებმა თუ დახრჩობამ.