რატომ უნდა მიიღოთ შხაპი ძილის წინ – დერმატოლოგები გვირჩევენ

რატომ უნდა მიიღოთ შხაპი ძილის წინ – დერმატოლოგები გვირჩევენ

დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურად 5-10 წუთი დავუთმოთ ცხელი შხაპის მიღებას.

საღამოს შხაპი ამშვიდებს როგორც სხეულს, ასევე გონებას. და თუ დაძინებამდე 90 წუთით ადრე მიიღებთ ცხელ შხაპს, მაშინ 10 წუთით უფრო სწრაფად დაგეძინებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ასევე, ძილის წინ შხაპი დაგეხმარებათ აკნეს თავიდან აცილებაში. ჩვენი კანი და თმა ბაქტერიებსა თუ ჭუჭს მთელი დღის განმავლობაში აგროვებს, რომელიც მოგვიანებით ბალიშის ზედაპირზე ხვდება.

თუ თმას საღამოს დაიბანთ, მეტი დრო გექნებათ, რომ იგი ბუნებრივად გაშრეს. ეს, თავის მხრივ, დაგეხმარებათ თმას ჯანმრთელობის და ბზინვარების შენარჩუნებაში.  მიუხედავად იმისა, რომ დილის შხაპი გამოფხიზლების შესანიშნავი საშუალებაა, ღამით შხაპი ნამდვილად დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის თავიდან აცილებაში.

თუ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, კუნთების ტკივილი გაწუხებთ, თბილი შხაპის მიღება დაგეხმარებათ უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლებაში. ცხელი წყალი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. 

trend.ge